სიჩუმემ იცის


როცა ჰადესი პირს აღებს ფართოდ,
ცხედრების ლანჩზე მიდიან ბრმები,
სიჩუმეც ხვდება, რომ არა მარტო
ჰეროდეებმა დახოცეს ყრმები.

თვის წიაღიდან რომ არ იოტებს
ტრფიალი ტახტის, სისხლის და ბიწის,
მოკვლის უფლება ვინც სტრატიოტებს
სცა უმეტესად, სიჩუმემ იცის!

როცა ითმენდა ქლესობას მანჭვით, -
არ დაგმო მოყვრის გვემა, ფურთხება,
კვლავ დაუგრძელეს კეისრის ჯაჭვი
და კაიაფას "ლოცვა-კურთხევა..."

როცა ისთვლიდა ზენარი ღალას,
და საუკუნეთ განვლეს ღიღინით, -
იუდას ვერცხლი უპოვეს ღალატს, 
სიჩუმეს, ქუდში - ოქროს გვირგვინი...

11. 01. 2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი