სუნთქვათშორისები
*** ერო ყველასგან ჩაგრულო, სადღაა შენი "ჩაკრულო?!" • არც შენ ყოფილხარ ოქროს ჭუჭული, მაინც გენდობი თვალდახუჭული... საქართველოს ყველა ნატვრას მირჩევნიხარ, მილიონჯერ მილიონს, მეაკვნე და მეკუბოე ღმერთმა არ დაგილიოს! *** თუმცა ჯვარს აცვა თვითონ ზენარი, დიდი დღე მაინც არ უწერია, წაკითხული მაქვს მაგის სცენარი, ნაყურები მაქვს ბოლო სერია... *** სანამ ერთურთში დავობდნენ, ამასობაში დაობდნენ... 9 მაისი წითელ მოედანზე მე საკუთარს ვტირი, უფრო, ბედაურის გამაჩვებას... ფაშისტები ზეიმობენ ფაშისტებზე გამარჯვებას... *** გაქსუებულან ძმათა გაცემით, ეშმას ქურუმთა ქისრისკაცები... *** სიტყვას, ყოველთვის, წინ ხმა უძღოდა, ყველა მაღალს ჰყავს, მასზე მაღალი, არაფერია ქვეყნად უცხო და "არაფერია მზის ქვეშ ახალი!.." *** გონს რომ მოეგო საწყალი, არც მიწა ჰქონდა, არც წყალი! *** ყველა მოკვდავში სიკვდილი ბუდობს, ყოველ ხესთან ძევს მისივე ცული... არაფერია იმაზე უნდო, ვიდრე ქართველში - რუსული სული! *** ვერ გამიჯნა ზოგმა, კანონი და დოგმა... *** ჭკუის მახვილი არის ბრძნის, მოჭიდავის კი — გდება... ვინც სამშობლოსთვის არ იბრძვის, მტრის უკანალში კვდება! *** მსოფლიო არის ორ ფაზიანი, ჩვენ კი მოგვადგა ორფა ზიანი... *** ბოლოს ხომ მაინც დაბრუნდა, კოლხეთში, კოლხი მედეა?!. ძმის მკვლელზე უფრო საძრახი, მტრის ხელის მოიმედეა... *** ...მონა ვერ ამჩნევს უფალს, მას შვრიის ფაფა უყვარს... ციდან გაგონილი ალალად ვრწყავდი ძმათა ნარგავებს, გადავიხადე უცხოთა ღალაც როცა ერთგულის ნდობას კარგავენ, იქვე იხვეჭენ ორგულის ღალატს. გაგას ციურ ტარიგს სულ წმენდენ სამტკიცით და საცერით, სუფთა ოქროს წონიან მუდამ მისხლ-პინებად, როგორც გედიდგორება, მხოლოდ ისე დაწერე, მხოლოდ მაშინ დაწერე, როცა გეწერინება ჩარჩო! ამ უმეცრების წყვდიადსაც გავლევ, კერპის პორტრეტის დალპება ჩარჩო, მე ისევ მშვიდი ვიქნები მალე, შენ კრემლის ჩარჩი გერქმევა ჩარჩო.. *** ..... დაეხსენ სნობის განაჩენს, - თუნდა დაოსდნენ პატიჟით, ეგებ დახრჩობას გადარჩე, მაგათ ყელამდე პატივში. *** შენ ჩამოგლიჯე ღმერთო ნიღაბი იმპერიების წყეულ სეიმებს, მუდამ სიმართლის მხარეს ვიყავი, მაგრამ ერთხელაც ვერ ვაზეიმე. *** რა "ახიც" გვჭირდა ისევ "ახ"-დება... წესად უქცია სალტო თარაზოს... მაინც ვერასდროს გადაახტება საკუთარ ტ□□□ს და საკუთარ ა□□ს... თუმცა კი მიწა ხამლად არ უღირს და ზეცა თავის ქუდად და ჭერად, ეს კია, ცოტას შიშობს და უკვირს, რომ მისი დღემდე ღმერთივით სჯერათ. • რასაც უკრძალავ დემოსს, იმას უსინჯავს გემოს... *** როცა მთვარის შუქს წველიან, შენც წიგნად გადაიშლები, სიტყვებზე უფრო მწველია, შენი სასვენი ნიშნები... სხვაგან სადაა შენებრი, - დასრულებული შედევრი?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი