ჩრდილების პედესტალი
აზრი, რომელიც ვრცელ პაუზებს მუდამ თან ახლავს და ადგილ-ადგილ სულს უბრუნებს დამარხულ მითებს... ცარიელ ფურცელს კითხულობდა გუშინ და ახლა, სადაც სითეთრე ძირითადს და ყველა ფერს იტევს... დიდი გზა ასე იწყებოდა ოდით და ოდეს სამძიმარივით ქვავდებოდა ბაგეზე სიტყვა... თუმც, - შეიძლება, - ქვის შედევრიც ნერვივით თრთოდეს და ჩაითვალოს სრულყოფილად, რაც ვერც კი ითქვა, - არა თუ ახლა და საერთოდ, გასაოცარდით! - "... თქვენ ვერ იქნებით, ვერ იქნებით ყველასნაირი!.." აატივტივებს თქეშის მოცარტს ცრემლის მოცარტით, ამადეუსზე აწყობილი ზიუსმაირი... და ასე, ფრთხილად ჩაატარებს დაჭრილ გენიებს გამარტივებულ, დიდებისგან დამცხრალ პერსონით, - გადამდებ ექოდ და კარდაკარ დაარბენინებს, ცვილის უწყებით ვერ აღნუსხავთ, რასაც ვერ სწონით, - თვით უწონობას, რა თქმა უნდა, დაცლილი მასრით, მიდის მარტო და ჰგონია რომ არაფერს იმჩნევს და წაგრძელებულ პაუზებში მცხოვრები აზრი, სულ უფრო მეტად ემსგავსება ცის სასვენ ნიშნებს. შაბათის ლოდის შესაფერი მძაფრი გარსებით, გადმოათეთრებს მორიგ შედევრს ჩრდილი და დაღლა, იცნობ მასაც და თვითონაც ხარ მთელი არსებით აზრი, რომელიც ვრცელ პაუზებს მუდამ თან ახლავს... 17.06.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი