ჭიანჭველების წისქვილი (Ant mill)
უცხო ნაპირის, იმეორებს ქარის იარას, ყოფნის ნიჟარა, მყუდროების მლაშე სპირალი, დაბადებამდე, თითქოს, მანაც გაიზიარა, წრფელი სიგიჟე, ჰამლეტივით, ნაშექსპირალი. და ამ სიგიჟეს, - (ნუთუ ისევ დამელოდები? - ნაყიდ თვალებში ვისთვის დვირე, ვისთვის ბეწვია.) თუ შურისგების უსხეულო კამელოტებით, კვლავ ძველმანებში გადაცმული ღმერთი ეწვია; - მაშინ ამაო იმედებით დაცლილ დრამაში, შევთავაზებდი ყარიბის როლს, სადებიუტოდ, ამ შურისგებას ერქმეოდა მჩატე თამაში, რომ ნელთბილ სოფელს კვლავ ვერ ეცნო... მე კი, იუდად - კაიაფასგან შერაცხილი, გარდა სხეულის, დაგთმობდი შენ და რაც ღამეებს ამადრიგალებს, რჯულის ფიქლები, სადაც, ლოდზე გადამსხვრეული, ხელის ჩაქნევად ეღობება სულის გრიგალებს... • თუ შეკითხვაა, - ესე იგი რაღაც დავკარგეთ, თუ - მოლოდინი, - ესე იგი რაღაც გვაკლია, ან, უფრო, ვიღაც, ვინც შორიდან ადრე დაქარგე, ან, თუ პირიქით... სივრცეებში როგორც გრაკლიანს, - ამოიკითხავ მხოლოდ სახელს, შენ, და ანბანი - ისევ თანაბრად მიღამდება წრიულ რბოლაში, მემფისის შმორის უდაბნოთა ქვიშით განბანვა და სალოსური ამ სიგიჟის წრფელი კოლაჟი. 26. 04.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი