პრიზმული ქარაგმის აპოთეოზი
აედევნა ეს სული მარად ერთს და იმავეს, თუმცა შენი დათმობაც არასოდეს ენება, როგორც პირველშეხვედრის ლეთარგიულ სიბრმავეს - წამის გაწყვდიადების წარმავალი მშვენება. გზა ყველგან და არსაით, იძულებით ოტება... მზეში მიიზლაზნება რასა ზესშთა გონების, დიუნებში აბოტებს დაღლილ ქარაშოტებად, მკაცრი ძილისპირული ქვიშის პანთეონების. არც მეფე და მსახური, მდიდარი თუ მდაბიო, იყვნენ ერთეულები, მუდამ თითო-ოროლა, დგას აკლდამა უცნობი და უეპიტაფიო, გადაძაბულ იმედით! (ხსოვნა არა ტოროლა...) და ასულის სიცოცხლე, - სხვა "ნუგბარი" ცარიზმის, მკვდარ უდაბნოს თვალებში ელენჩება იქედნეს... ვით მარილის სკულპტურა, (და შენდობაც არ ისმის...) დნება გაქვავებული ბოლო უკანმიხედვა. თუმცა შენი ყვედრება მაინც არვის შერჩება! განკითხვამდე ჰგიებენ მოწამეთა ს იები, ლანჩზე გენერალური ჩვენი გამოლენჩება და ტოტალურ ჯურღმულის ბურღვა ნოსტალგიებით... თუ თვალში არ ჩასჩარე, ძლევა ვინ დაიჯერა?! - მარტო გამარღვევინე ღმერთო ეს თიამათი, დგას მსოფლიო სეირი და ესვრიან ფიცჯერალდს, როგორც ოცდამეხუთე კადრი, (ერთი ამათი...) ლექსად დაშლილ სინათლის წლებით, განა ციფრებით, ვით მოშიში შეგირდი - სენ-მარსელის გობელენს, სიყვარულის, სიკვდილთან ბაძვით განაცვიფრები, გხატავ როგორც ჯვარცმას და წამებს დაუნდობელებს. 14.04.2024.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი