Cross Word
სანდო იარებს შეეხო ოდნავ, ხატი სიცხადის, - მზე აღსარების, გამოუთქმელო, მეტყველო ცოდნავ, ხარ გარინდება დიად ზარების... ჰგავს თორმეტივე მრუმე მოლოდინს, გაგილგალება, უგზო, უბგერო, ვერ მოილოცავ ამ ცას ბოლომდის, გინდ სერაფიმთა ჰანგით უმღერო! - სადაც, სიკვდილი არის შვეული, - მკვდრეთით აღდგომა თარაზულია, ჩვილთათვის იგი არის ჩვეული, ბრძენთათვის ბრძნულად დარაზულია... 25. 01. 2024.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი