ბაბილონის დეკაპოდები


სატირალია მონობაში ვინც განადიდეს, -
სისხლის ყანაა მისი სახლი, თუ  ცხრაკლიტული,
ბეჭდის ეტრატით დაარისხეს კეისარ ტიტეს
მრუდე ხელიდან გაცემული ყველა ტიტული!

და დგას ფიტული, ქვებუდანთა მძიმე ბრალდება,
ვით ოცდაათჯერ დაკივლება, უგვანი გვამის,
(თვით ნადირიც რომ ტყვეობაში ცუდად მრავლდება, -
უაღრესია, ღირსებაზე ბრძენთა ნათქვამის.)

რომ "საძაგელის მოოხრების" თიხის საცეცებს,
ზმა აუცხადდეს ბაბილონის მშფოთვარე  რულის,
და უსაშინლეს განაჩენის თვალებს აცეცებს
მღვრიე ბომონის, უეცარი, დღე აღსასრულის.

25.01.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი