ამ კედლის იქით


ამ კედლის იქით სხვა სამყაროა,
ამ დიდი კედლის იქით, -
რძის მდინარე და თაფლის წყაროა,
მზეს მოგართმევენ ჭიქით...

ამ კედლის მიღმა ირემს წველიან,
კეთილი სიტყვით, მთაში,
ყველა სიკეთეს, თუმცა ძველია,
მაინც ხვდებიან ტაშით.

სადაც არა ვართ ყველგან კარგია, -
გულით გითბობენ უბეს,
სხვაგან არ არის იერარქია
და სიყვარული სუფევს.  ...

მაინც მითებში გამიირისდა
რაც აქ სიტყვებით ვაქეთ,
ე, - იქაც, მგონი, ვიღაც ტირის და
გადმოსვლა უნდა აქეთ...

17.10.2021.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი