Hidden gem
გულით ხილული, უხილავი, არსთა გენია... დაცემულ მზეშიც იკვეთება მისი იერი, ვის, ზღვარი, მხოლოდ, წარმოსახვით დაუდგენია და მიღწეულით სხვა იშლება თვალსაწიერი. კვლავ იდუმალი მყუდროების უღრანს მოება, (როს ბანალური მქუხარების დნება წამები,) უარყოფილი, მშვენიერი უთანხმოება, ჰარმონიული გამოფიტვით განაწამები. უსიერ სმენის, ყრუ ჟივჟივით, ვივსებ ფიალებს, უამინდობით გალუმპული ზამთრის ჩიტების, სეფესიტყვაზე უფრო მეტად ვარ მოტრფიალე, - უნდილი სიტყვით გამოთქმული ჭეშმარიტების. თვით ორფეოსზეც არ ყოფილა რანგით ნაკლები, ვინც უწრფელესი მოძახილით, მთას შეუძახა... მე ფიცზე მეტად სულ მეჯერა სულის სარკმლების და "მობრძანდით"-ზე უფრო მეტად, - "მოდი, თუ ძმა ხარ!" 18.11.2024.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი