როცა ვერ ირგებ როლებს


***

როცა ვერ ირგებ როლებს,
გინდა რომ გააბოლო,
თან გაურბიხარ ტროლებს,
გზას კი არ უჩანს ბოლო,
თან ვიღაც გაკონტროლებს,
და როგორც მარკო პოლო,

გსურს გადასახლდე, თუნდაც
სამყაროს დასალიერს,
აღარ დაეძებ შენსას
ნამდვილ სახელს და იერს...

2015.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი