გზა ანარეკლის - გზაა ნარ-ეკლის
თბილი სიცხეა, ცხუნე თავაზი, დადაღა ცა, თუ სადაფი ორი... თბილისიც ხეა, - ცხუნეთა ვაზი (და) დაღაცათუ სადა, ფიორი; - გარეშემოსეს იოლ იარის, ყოველ იერისგან ახირება.. გარეშე მოსეს, იოლი არის ყოველი ერის განახირება! ერქვანი, ფური, მიწა აახლა, და არ ქვითკირის, - ძალა ღადარის... ერქვა ნიფური, - მიწაა ახლა, და არქვით - კი, რის ძალაღად არის?! - აკლდამა ლული, სადა, ფიცხელი, - ალა მისნობის ანდამანტია... აკლდა მალული სადაფი ცხელი, ალამი სნობის, ანდა მანტია?!. ROSS-ულ გრძელებას ეწო დამოკლე, - ევნოეს ყურედ ააწყო რეა... როს სულგრძელებას ეწოდა მოკლე, ევნო ეს ყურე და აწ ყორეა... და, სახედ არი სამზეოდ ნავი, - ბედია, წუნდა და აწყურია... დასახე დარი, სამზე, ოდნავი, ბედი აწ უნდა, დაა, წყურია. გზა ანარეკლის - გზაა ნარ-ეკლის... 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი