საშობაო (კომპ. ლექსებიდან)


შენც ნუღარ გამიტრენდდები
ჩემი საათის გუგულო,
პოსტავენ ფოსტის მტრედები: -
რა გვეშველება უგულოდ?!

მოდა მოდერნებს მოდენის,
მეც გული მომდის მესიჯად: -
საშობოდ, მცირეოდენი,
ეგება, სითბოც ესინჯათ...

და, თითო გულიც რომ მისცეს
ყველა ორგულმა უგულოს,
ხომ დარჩებოდნენ ერთგულნი, -
ჩემო საათის გუგულო?!

თოვლში მიაგნო გულმა სულს,
გულში "უგუგლოდ" ვლოცულობ: -
შეჰყვარებოდეს გულ-მოსულს
სრულიად უ-გულ-მოსულო!..

22.12.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი