აეროფაგი


ჭეშმარიტების ვერ ცნობს თარაზოს,
ხოლო ოცნებით ვთვრებით და ვკრთებით,..
როს იკაროსულ ფრენას გვთავაზობს,
დედალოსისგან ნაწყევლი ფრთებით.

და დაავიწყდა სუყველას ვითომ,
ბოროტი შურის ფარულ ეგიდით,
ლაბირინთების მქსელავმა ხვითომ
თუ როგორ მოკლა თავის შეგირდი.

გატყდა ღვთისა და მამულის ფიცი,
რაკი ამ მოდგმამ ასე ინება, -
რაც დაგვიჯდება წარსულით ვიცი,
"მზეზე ფლოსტებით გასეირნება..."

05. 08. 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი