ვან გოგის სინდრომი, ანუ რამდენიმე ვინსენტი როსკიპი ქალბატონის ცხოვრებიდან


"ღმერთს ვერ დახატავ რადგან ჩრდილები არ ეპოვება."
/ავტორი/

"ფოთოლცვენა" და "ექიმი გაშე,"
"ღამის კაფე" და "მზესუმზირები,"
უცხო ლაყაფი - "არენა არლში," -
დამატებაა, ოღონდ ირიბი.

დამატებაა, როგორც "ვინსენტი"
საკუთარ ყურსაც ეზედმეტება,
შენ უდრის შენში რაღაც ისეთი,
უკუქმედებას როგორც ქმედება;

თანაც სასწაულ ფერთა თერძია,
ან ...მონა-მალქოზ, დანა და პეტრე,..
დამატებული დიდი ტერცია,
თუ მინორებად გადაათეთრე; -

წვიმ ნამსხვრევებად როგორც პიკასო,
გიყვარს როსკიპი მოსამსახურე,
"- ის გულისყური იყო ძვირფასო,
და არა ყური;"
ანდა, "საყურე -

ვითა პეპელა,"
ფრთები არ ისმის,
ან ბეႧჰოვენის რიგით მეცხრეა,
ფერმეტყველება ცხრავე ქარიზმის
აპლოდისმენტებს დაუმეწყრია.

იჭვი წაგკიდებს სულმოკლეობას,
დაეღვენთები ვენებს "ცე.აში,"
ხელით  ახრჩობ და კოცნი ლეოპარდს,
ვით "ვინმე მესხი,"
ვენეციაში.

ყვითლად ედემის "ჟე-ა" - "ეს.იქსი-თ,"
ბნელში ოდისევსს უწევ გიდობას,
ჰინდუსტანისკენ, უმოკლესი გზით,
მზის დასავლეთით გზავნი კიდობანს...

წაგიღებს ქროლვა უფრო დიადი,
წარიკვეთ რასას როგორც ელია...
ახლოდანაა მზეთა წყვდიადი,
შორიდან უფრო ახლობელია; -

ღმერთი
ერთია და მცნება ათი,
ცხოვრების წესი რამდენიმეა,
ასი ნიღაბი, ათასი ხატი,
და აღარ იცი რმდენი "მეა".

ამადაც შიში
შეგიპყრობს გვიან, -
აენეასის, -
ზღვით მონაქროლი,
ეწოდა გიჟი,
თამაშობს ჭკვიანს,..
რომ გენიოსის
დაჰფაროს როლი; -

"პურის ყანაში" აგაქშევს თორა,..
და ახლა აღარც ხარისხებს ელი,
განკვეთა ზღვა და "Agapo" ორად,
ხარ მეზვერე და ფარისეველი...

ჯვარს გამოსახავ, ასე საზარი,
ბგერათა ფერს და დაგლევს აბსენტი,
იღვიძებ ღმერთში როგორც ლაზარე,
და ეძებ ჩრდილებს, როგორც ასეთი; -

"მზე მეწამული ნისლით,"
/კლოდ მონე/,
ავაზაკი, თუ უნაკლო მონა...

20.03.2018.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი