სასყიდელი


"...რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული."
/ქებაჲ ქებათაჲ 8:6/
_______________________
გზნებით აშქენაზების მ ო ა რ უ ლ ი იდიში,
ცისად-ცისად ეძიებს უარყოფილ ღვთაებას,
ღმერთი, ღამენათევი იაკობთან ჭიდილში,
სჭედს სისხლით და გოლგოთით მიწის გაუკვდავებას...

ახლა ქრისტეს ჯვარცმა ღირს სულის თითო უნცია,..
სუნთქავს უდაბნოეთით და წყურვილიც არა ვნებს,
ცათა იწრო კარიბჭე უფრო ნემსის ყუნწია,
და სწმედს ზეშთავედრების მზით ავსებულ ქარავნებს.

07.01.2015.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი