ფლამენკო


გამოიდარა,
წამი მარადი
გაწყვდიადების ზეშთა ბაგეა,
იწვის კითარა
ცივი ბარათი
ფერფლავს ღამეს და ფერთა მაგია.

და ურანოსის თაკარა რუნებს
წვეთავს ნოტები - ზღვის განეტები,..
შენი მშვენება პირს მიაბრუნებს
და აზვირთდება კასტანეტებით.

აიკინძება გონდვანის ფარჩა,
ლევიათანის ნიღრთა კაპუნით,
აზიზი ფლეგმა აზიას ბარჯავს,
გამყინვარების წყვილი ჰარპუნით...

და სისხლისფერი ჩინის მუარით
გამოცხადდება ზორვა საჯარო,
და მატუს სული - იაგუარი
გადმოევლება კილიმანჯაროს...

-"ბის!.."
მარაო... და ემუს ციების
მოსალბუნეა ახალგვინეა,..
- "ბის!.."
აფალინა ემოციების
აპლოდისმენტით მოგვირგვინეა...
....

და დააშვრება მაშიაჰს ენოს,..
და ზოდიაქოს მარაკა - ნოეს,
ციური ხსენი ვით შეახსენოს,
ლეთეში მცურავ მარად კანოეს...


25.11.2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი