განდგომა
ცამდე აშვებულ აფრებს, ზღვაში ჩავარდნილ გრიგალს, დუმილი ჩაასაფერებს, მოირთან შეურიგალს. ვიდრე ქაოსებს აშლი, უნდა დატოვო, - დროა, ერიდას ოქროს ვაშლით ატროებული ტროა... ვიდრე სულს გააწვალებს ქარონის ბნელი ტონი, მწიფე ბუნების ძალებს ვიდრე ცნობს ნიუტონი.. სანამ გათელავს ერი ამ არგასათელ იებს, ვიდრე სიგიჟისფერი დაუვლის ერინიებს. სიჩუმეს გაჰყვე ასე, სახლების ბნელი რიგით... „დასახლდე“ გოლგოთაზე,.. - ციხე-გალავანს იქით... 14.08.2017.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი