თუ წახვალ
შენ თუ წახვალ მე დავიწყებ წერას დავწერ როგორი კარგი იყავი დავწერ ჩვენზე და იმ მომენტებზე მიყვარხარო რომ ჩუმად მითხარი შენ თუ წახვალ მე დავიწყებ ხატვას დაგხატავ ისეთს როგორც გხედავდი დაგხატავ ისეთ უნაკლო ვინმეს ვერაფრის თქმას რომ ვერ ვუბედავდი შენ თუ წახვალ მე დავიწყებ დაკვრას დავუკრავ მე შენ ნაცნობ სიმღერებს დავუკრავ ისე შენ რომ გაიგო იქნებ გავექცე მე ამ სიბნელეს შენ თუ წახვალ მე დავიწყებ ძერწვას მე გამოვძერწავ შენს ლამაზ სახეს მე გამოვძერწავ ისეთ ღვთაებას ღმერთებმაც მხოლოდ სიზმარში ნახეს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი