დღეს, მე, შენ


დღეს დამავიწყდა შენი სახელი
გაუფერულდა შენი სახე

გამოვიცვალე ის ტანსაცმელი
რომელიც მაშინ მებურა ტანზე

გავიდა დრო და ჩემი სხეული
აღარ გავს იმას რაც იყო ადრე

თითქოს დავთრგუნე მე ის ფიქრები
და კიდევ ერთხელ სიზმარში გნახე



წყევლა წარსულის, წყევლა დროების
არ მინდობს მე და არ გვწყალობს არცერთს

იქნება მალე მოვიდეთ გონზე
სანამ სიფხიზლე მამყოფებს ჯანმრთელს

დადგება წელი, ის მწერი მკლავზე
არ შემაშინებს და აღარ გამთელს

კიდევ რამდენჯერ უნდა დავპირდე
ჩემს თავს, რომ აწი სასმელს არ დავლევ



მაგრამ წადილი ისე დიდია
დრო ტყუილებში ორივეს გვამხელს

იქამდე ვწვალობთ, სანამ გვწყურია
ემოციების ზღვას თუარ დავლევთ

ხელი ჩამკიდე სანამ რთულია
ღამის ბილიკს გაგვინათებს მთვარე

საფულით მე ძველ სურათს ვატარებ
ვარდობის თვეა, შენთვის ვარდს ვარჩევ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი