საათს დავხედე და თერთმეტია ..


საათს დავხედე და თერთმეტია...
სხეულში გული... ეს ბერკეტია,
ვეღარ გავტეხე, ის კერკეტია
ვიდრე გრძნობები, უფრო მეტია...

მორჩა, ეს ჩემი ბოლო წვეთია...
დაჭრილ ჯიბეში ერთი თეთრია,
შორს გამიფრინდა ვერ დაეტია...
გვერდში კი მსგავსი ბეჩუნი პერტია...

მომსმენი სიტყვის აღარცერთია,
ერთგული სიძვის გარეთ ბევრია...
კეთილი გულით ჩემთან ერთია,
არ ჰგავს არავის ერთადერთია...

ფეთქდება გული, სავსეც დენთია,
მუსიკას ვუსმენ თავში სევდიანს...
ხალხი აქ მოდის თავს იწყევლიან
დაბლა ჩვენ, იქ კი მაღლა ღმერთია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი