ქართველ პოეტს
სევდის როდესაც შეები ღვარცოფს, გულს გიგრილებდა შმაგი ლეხურა, რა გადარდებდა, შე კაი კაცო, თავზე ნამუსის ქუდი გეხურა. სხვილოს ციხეზე ხარაჩო გედგა, გეძახდა სული ამილახვარის, დღესაც კი ძალგიძს, მტერს დახვდე მედგრად, ხმლით, ფარით, თუნდაც კალმის ლახვარით. მივსდიოთ უნდა ძველ წესს და ადათს, მტკიცე ფოლადის ვაწრთოთ გენები, კრძალვით ვემთხვიოთ იმ მიწას, სადაც ისევ დაჰქრიან ლურჯა ცხენები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი