სიყვარულის ფერები
მე სიყვარულის ფერები მომწონს - სიკეთისფერი, ამბორისფერი, მე სიყვარულის ფერები მომწონს - სიცოცხლისფერი, სინათლისფერი, მე სიყვარულის ფიქრები მომწონს - გრძნობებისფერი, ოცნებისფერი, მე სიყვარულის ლექსები მომწონს, ისე გულწრფელი, ყველაფრის მთქმელი. მე სიყვარულის სიმღერა მომწონს - სიმშვიდისფერი, სინორჩისფერი, მე სიყვარულის სურნელი მომწონს - ჰაერისფერი, სიწმინდისფერი, მე სიყვარულის ფერები მომწონს - სულ ყველა ფერზე ლამაზი ფერი. დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი