ლოცვა


ღმერთო, მზე ნათელი დამანახე,
სულში ტკივილები დამიგროვდა,
ნდობა დაკარგული გამიახლე,
ბევრჯერ გაზაფხულზე გამითოვდა.
ისევ ბავშვობაში დამაბრუნე,
ისევ უდარდელად მანავარდე,
ყველა მონატრებას ჩამახუტე,
სითბო, სიყვარული დამანათლე.
სულის სინატიფე შემინახე,
სევდის ნაფეხური წამიშალე,
რწმენა, იმედი არ გამიხუნო,
გულში ყვავილივით გამიშალე.
აზრის სიწმინდე არ მომიშალო,
დილა ცისკრიანი დამათენე,
თუკი სათნოება დამავიწყდა,
შენი შეგონებით გამახსენე!
ღმერთო, მზე ნათელი დამანახე...
ბევრჯერ გაზაფხულზე გამითოვდა...

დიანა ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი