აპრილი


აპრილი❤️

აპრილი გაშლის ხავერდის ფარდას,
ბროწეულისფრად მოქარგავს დღეებს,
ჟუჟუნა წვიმა ბგერებს გაფანტავს,
თბილი ჟუჟუნით დანამავს ხეებს.
ფარდას ნიავი ააფრიალებს,
მოაგვირილებს ოქროს სხივებით,
იმდენ სიყვარულს დაატრიალებს,
ამღერდებიან ლხენით ჩიტები.
უმანკო ვნებას ააბრიალებს,
მოიკაზმება ძოწის მძივებით,
გაიშლებიან სიყვარულისგან
სუნთქვაშეკრული ნორჩი კვირტები. 
ააშრიალებს ჭერმის ყვავილებს, 
მეჯლისს გამართავს წვიმის ჰანგები,
ციდან ზმანებად ჩამოიშლება
ფუნჯით ნახატი პანორამები.
ხავერდის ფარდას გაშლის აპრილი,
დღეებს ატმისფრად მოამინანქრებს,
აფეთქებული, ტოტებაყრილი
ტყემლის ხეები წვიმას ინატრებს.
გადაივსება სინათლით გული,
სიცოცხლის სურვილს ამოიძახებს,
გულის სიღრმიდან ამოძახილი
აპრილის მზიან დილად ინათებს!!!, ❤️

დიანა ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი