შეშლილი სამყარო
შეშლილი სამყარო არა,,, რამ შეშალა ღვთიური სამყარო? შექმნილი სიკეთით, სიმართლის მცნებებით! რატომ ვეღარ ვამჩნევთ დილას და საღამოს? რატომ აღარ ვხვდებით განთიადს ვედრებით? რტომ გაგვინელდა სითბო და გრძნობები? ნამდვილი ღიმილით რატომ ვერ ვიღიმით? რატომ აღარ გვინდა გვიყვარდეს უბრალოდ, ვაშოროთ ერთმანეთს ბოღმა და ტკივილი?! არა... რამ შეშალა ღვთიური სამყარო? რატომ აღარ შეგვწევს სითბო და ნუგეში? სად გაქრა ღირსება მტკიცე, უანგარო, არა - ხელოვნური, საშიშად უხეში?! ნეტა რატომ შთანთქა სიცრუემ სიმართლე? ნიღბებმა მოიცვა სამყაროს ნაწილი ვის ძალუძს პასუხის გაცემა კითხვაზე? ამ უპასუხობით გულია დაღლილი! არა....... რამ შეშალა ღვთიური სამყარო?! დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი