მზე სამყაროს ეფერება


მზე სამყაროს ეფერება,
მიწას ათბობს ამბორით.
მათრობელა სურნელება 
ენძელებად ამოდის.
  გაზაფხული, მოფენილი
  დედამიწის კალთაზე,
  ნეტარებას მისცემია
  სიყვარულით აღსავსე.
ქარი ვნებას აყოლილი
ეცელქება მარტის თვეს,
კვირტებს მორცხვად აშრიალებს,
მერე გაიაპრილებს.
  მზის სურნელით გაჟღენთილი
  მოვა მალე აპრილი,
მზე სამყაროს ეფერება 
გრძნობით ვნებააშლილი!

დიანა ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი