ზღვა
ნაპირს ეხეთქება ზვირთებად შეკრული, გრძნობამორეული, ვნებააშლილი. ზღვა - ზეცას შერწყმული, ტალღებად დაღვრილი. ზღვა - სიღრმედ ქცეული, ხმაურით დაღლილი! ზღვა - უკიდეგანო, მზეს ეალერსება.... ცხრათვალა ბილიკებს სველ მკერდზე დაიფენს და ზეცას შესწვდება! ძლიერი მკლავებით ლიცლიცა მზის სხივებს ფაქიზად ეხება. საღამოს მიწურულს გრძნობებად დაღვრილი მზეს გულში ჩაიკრავს, ზღვა - უკიდეგანო, სამყაროს აჩრდილი! დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი