მიყვარს
მიყვარს მიყვარს დილა მადლიანი, ნათელი, ღამე მიყვარს, სავსე იდუმალებით, მიყვარს მთვარე, სევდადაუღალავი, ვარსკვლავები - უთვალავი ხალები. ლაჟვარდებად შეფერილი კამარა, ცად აჭრილი წვიმის ცისარტყელები, ცეცხლოვანი მზის სხივები თაკარა, ზურმუხტებად მოელვარე ტყეები. გულყვითელა კოხტა კალენდულები, დაკოპლილი მზის ჭიამაიები, თავმომწონედ მორცხვი ქრიზანთემები, სიყვარულით სავსე გაზაფხულები, წვიმა მიყვარს, თბილი წვიმის წვეთები, შემოდგომის სველი ნოსტალგიები. მიყვარს ზამთრის სინატიფე, სინაზე, მისი სუნთქვა, ცივი, მაგრამ სპეტაკი. მე ზღვაც მიყვარს ბობოქარი ტალღებით სამყაროს რომ მიყვარხარო, ეძახის! მიყვარს!........... დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი