გაზაფხულის ბგერები
გაზაფხულის ბგერები როს თებერვლის სიფერმკრთალით დაღლილმა, დედამიწამ შემოიხსნა ღილები, დაიღვარა, გაზაფხულად გაწვიმდა და სხეული მოიქარგა იებით; ამოისხა ღიმილებად კვირტები, გადაშალა სიყვარულის ჩითები, მოიხადა ნისლიანი მანდილი და მკლავები შეიმოსა შიშველი; მადლიანად ააჟღერა ჩიტები, და ჭიკჭიკი მათი ლექსად გარითმა, სინატიფით გაჟღენტილი ჰანგები, გაზაფხულის სიმფონიად გაისმა. გულს ახარებს ღიმილები ყვავილთა, თვალს იტაცებს საოცარი ფერები, დედამიწამ სიფერმკრთალით დაღლილმა ააჟღერა გაზაფხულის ბგერები! დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი