დედის სიტყვები


შენი სუნთქვა ყველა ტკივილს მავიწყებს,
შენი ცრემლი გულში სევდას მიმატებს,
შენთან ერთად არასოდეს არ ვიწყენ,
ეგ ღიმილი ფიქრთა წყვდიადს მინათებს.
შენი თბილი, პაწაწინა ხელები, 
რომ მეხება სიყვარულით ვივსები.
მინდა გითხრა, რა უსაზღვროდ მიყვარხარ,
მაგრამ ალბათ არ მეყოფა სიტყვები.
შენ ხარ ჩემი იმედების იმედი,
შენ ხრ ჩემი ოცნებების ოცნება,
შენ ხარ სული, მუზა ჩემი ფიქრების,
საოცრებებს შორის ხარ საოცრება!
ჩემს ძარღვებში სიყვარულის ფეთქვა ხარ,
ჩემს თვალებში მზეთა გასხივოსნება.
ყოველ ღამით გულის დამშვიდება ხარ,
ყოველ დილას ცისკრის განმეორება.
მინდვრის ველურ ყვავილების სურნელი,
მთის წკრიალა ნაკადული და წყარო,
ნამით სავსე ჰაერი ხარ ულევი
და სიცოცხლით სავსე მთელი სამყარო!!!

დიანა ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი