შენთვის მომიძღვნია


ჰაერს შეეცვალა სურნელება,
თითქის სინოტივე შეერია,
ზაფხულმა სუნთქვა შეანელა,
ოქროს შემოდგომის დღეებია.
მე ის შემოდგომა მენატრება,
შენ რომ ფერად ფოთლებს მიხატავდი,
ხო, ის შემოდგომა მენატრება,
გულში უეცრად რომ ჩამისახლდი.
ჟღალი ცეცხლისფერი შეერია
ფოთლებს ისე როგორც საღებავი.
მე ის შემოდგომა მენატრება,
გრძნობა რომ მაჩუქე საოცარი.
თვალწინ მოგონება მესახება,
ჩვენი სიყმაწვილე უწყინარი,
მე ის შემოდგომა მახსენდება,
ლექსი რომ გითხარი უთვალავი.
თბილი შემოდგომა მენატრება,
ჩვენი სიყვარულის საწინდარი.
ჰაერს შეეცვალა სურნელება,
მწვანეს ოქროსფერი შეერია,
შენთვის მომოძღვნია შემოდგომა,
ჩვენი სიყვარულის დღეებია !

დიანა ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი