ფატა
ღამის სიბნელე და მკრთალი სანთლის შუქი..... მყუდროებას მხოლოდ ჩვენი სუნთქვა არღვევს, მობნეულან ცაზე ვარსკვლავები მუქი და წყლით სავსე ჭიქას ორთა სახე ამღვრევს. თეთრი ფატა სადღაც მიმალულა უკვე, არ ჩანს სანთლის შუქზე მისი ბრწყინვალება, ღმერთო, დილით რა ლამაზი ჩანდა, ახლა სიბნელეში კრძალვით იმალება. გაყინული სარკე... გათანგული მზერა... სარკის ყინულებში თეთრი კაბა მოჩანს. ღმერთო, დილით რა ნათელი ჩანდა, ახლა - სიმყუდროვე ბოჭავს. ღამის მდუმარება...ისევ მორცხვი მზერა, და სარკეში ელავს შენი მკრთალი სახე, ღმერთო, დილით რა ამაყი ჩანდი, ახლა მავედრებლად თითებს მხარზე მადებ. გაყინული სარკე...ჩვენი სახეები, მძივი მარგალიტის ჩემ ყელს ნაზად წყდება, მყუდროებას მხოლოდ ორთა სუნთქვა არღვევს და გაყინულ სარკეს ბინდი ეფარება. ჩემი ატირება...შენი მოფერება... ჩემი თეთრი კაბა, მისი ელვარება ბნელ კუნჭულში მორცხვად იმალება. სანთლის შუქი ჩაქვრა............ დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი