ჩვენ საქართველო გვინდა დიადი!
ცამ უმაწყალოდ ფერი იცვალა, ღამე ღამდება, დილა თენდება, რა არის სულსში ასე რომ გვტკივა და ეს ტკივილი რომ არ ნელდება? რა გაამთელებს ამდენ ჭრილობას, ამდენ იარას რა გაამთელებს?! საქართველოა, ასე რომ გვტკივა, სხვა სატკივარი რა გვაქვს ქართველებს?! მამულის გული ბობოქრობს მძიმედ, ღია ჭრილობებს ვეღარ იამებს, მის მიწა-წყალზე, მთასა და ბარზე მტრის ქარიშხლებმა გადაიარეს! ღამე ღამდება, დილა თენდება, ცამ უმაწყალოდ იცვალა ფერი, სამშობლოსათვის თავის დადება ვალია მუდამ ყველა ქართველის! სულში იმედი ჯერაც არ ქრება, მხოლოდ რწმენაა, გულს რომ ასხივებს, საქართველოა ჩვენი ვედრება, სავედრებელი ეს გვაქვს ქართველებს! ჩვენ საქართველო გვინდა დიადი, ღამე - მშვიდობის, დილა - მზიანი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის ჩვენ საქართველო გვინდა მთლიანი! ჩვენ საქართველო გვინდა ამაყი და სისპეტაკე კავკასიონის, ილიას სიტყვა, ხედვა აკაკის, ჩვენ სული გვინდა გალაქტიონის!!! დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი