ვერ მოიხვეჭს უზნეობა დიდებას!


ვერ მოიხვეჭს უზნეობა დიდებას! 

სიცრუემ რომ ფეხაკრეფით იარა,
სამოსელი შემოიცვა სიმართლის,
დედამიწა ფეხით შემოიარა,
ბევრჯერ შუქი დააბნელა სინათლის.
ნიღბებს მიღმა ბევრჯერ სახე იცვალა,
სიყალბეში გახვეული ნავარდობს,
თავს იწონებს თურმე უსამართლობით
და უკლებლივ, ყველას ერთად ღალატობს!
გულს იამებს მოგონილი ტყუილით,
თვალს უსწორებს ურცხვად მტკიცე სიმართლეს. 
ხანაც ლაღად გამარჯვებას ზეიმობს
უტიფრობით თავსაც კი არ იმართლებს.
ვერაგულად დაიბუდა უბეში,
შეუცვალა სიფერადე სამყაროს,
სურს წესები დაამკვიდროს უხეში,
რომ ქვეყანას სამართალი აჰყაროს.
ვერ მოიხვეჭს უზნეობა დიდებას!
მოღალატეს ნიღბის ჩრდილი "ამშვენებს''.
ვერ შელახავს სიწმინდეს და ღირსებას,
ის აბნელებს, სიმართლე კი ათენებს!
რადგან ღმერთი არ დაუშვებს სიყალბეს,
ყველაფერი ქვეყნად უფლის ნებაა!
სიცოცხლის და სიყვარულის მეგზური
სიკეთე და მხოლოდ სათნოებაა!!! ❤️

დიანა ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი