ღრუბლის იასამნები
ცას ისეთი იისფერი გადაჰკრავს, ისე შვენის ღრუბლის იასამნები, მზეს უამრავ თაიგულად შეუკრავს ხეივანში მოელვარე თაღები. გული ლაღობს, გული დილას ზეიმობს და ალიონს მადლიერად შეჰხარის, მიწის სუნთქვა ცდილობს ხარბად შეიგრძნოს, თრთოლვით შეხსნას ჯადოსნური ცისკარი. ცას უხდება ღრუბლის იასამნები, მზის გულზე რომ ირხევიან კონებად, ეს აისი სიზმრისფერი მანდილით, უსათუოდ დიდხანს მემახსოვრება. გულს მიხარებს ღრუბლის იასამნები........ ❤️ დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი