მოხისი


მოხისი

მინდვრის ხალიჩებად გადაშლილი,
ყაყაჩოს ღილებით შემკული,
მშობლიურ სურნელით გაჟღენთილი,
ოქროსფერ სხივებით შეკრული.

წმინდა გიორგის სალოცავი - 
ცას სისპეტაკით შერწყმული,
ფერად ყვავილებით შემოსილი,
მზის მიწა-წყალი, ცხელგული!

დიდი წინაპრების სასთუმალი,
მათი საფლავების საბანი,
შთამომავალთა განთიადი
ლოცვა-კირთხევით გამთბარი.

აქ მათი სულის ნაწილია,
დროს ბავშვობაში აბრუნებს,
ყაყაჩოს გული გაუშლია,
ტკბილი სურნელით აბრუებს.

ირგვლივ თავთავის ყანებია
ქედმოწიწებით დახრილი,
ქარი ტალღებად მორევია
ქროლვა-გრიალით დაღლილი.

ცა თეთრ ღრუბლებად დაატარებს
დიდ წინაპართა აჩრდილებს,
ნერგებს ტოტები აუყრიათ
უკვე ხეებად დაზრდილებს.

მინდორს ღილები შეუხსნია,
ნაზი სურნელი ტრიალებს.
ფიქრებს კადრები გაუშლიათ
ფოთლებს შორის რომ შრიალებს.

აქ მამა-პაპის ნაწილია,
ბავშვობაში რომ მაბრუნებს,
ეს მშობლიური სურნელია,
გულს რომ მითბობს და მაბრუებს!

დ. ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი