რელიგია


რელიგია და კულტურა

რელიგია და კულტურა                                                            
კულტურის ფენომენებს შორის რელიგიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვეულებრივ, ხელოვნება ითვლება ადამიანის სულისა და გონის მეუფედ, მაგრამ რელიგია და რელიგიური ღირებულებანი შეიძლება ითქვას, ადამიანისა და საზოგადოების ყველა ღირებულებაზე მაღლა დგას.ადამიანისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია შემეცნება, მეცნიერება და ამ გზით მოპოვებული ჭეშმარიტება.ადამიანი ღვთის მორწმუნე არსებაა, ან უფრო მარტივად, ადამიანი მორწმუნე არსებაა. ისე, როგორც კულტურაა მხოლოდ ადამიანური, რწმენაც მხოლოდ ადამიანურია. ადამიანის გარდა, არც ერთ სხვა არსებას რწმენა არ ახასიათებს. ადამიანისათვის რწმენა მისი სიღრმისეული ფენის მნიშვნელობისაა.რა არის რელიგია? რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც   ზემოქმედებენსამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ასევე განვიხილოთ 
რელიგიამდელი ეპოქა.ეს არის პერიოდი ადამიანის გაჩენიდან პირველი რელიგიური წარმოდგენების შექმნამდე.  პირველი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული სახით, სავარაუდოდ 35-40 ათასი წლის წინ წარმოიშვა. ეს დამტკიცებულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული ენათმეცნიერების მონაცემებით. სოციოლოგთა აზრით, ეს იყო დრო, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი შეგნება, კულტურა, გაერთიანება არ არსებობდა. რელიგია თითქოს უეცრად შეიქმნა და იყო გიგანტური ნაბიჯი ადამიანთა საზოგადოების ისტორიაში. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ადამიანმა ბუნების ძალებთან ბრძოლაში, ცეცხლის გაჩენის, მოვლის, შენახვის და სხვა მონაპოვრის შედეგად შექმნა თავისი სახე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები, ზნეობრივი კანონ-წესები, და ამ პროცესში ხდებოდა რელიგიის ჩამოყალიბება.რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა. განვიხილოთ მსოფლიოს რელიგიები.
მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ სხვა რელიგიური წარმოდგენებიც, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.და რა არის კულტურა? კულტურა- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული. ალბათ გვაინტერესებს რა არის კულტურათა ურთიეთქმედება-კულტურათა ურთიერთქმედება ეწოდება უშუალო კავშირურთიერთობის სახეს, რომელიც ყალიბდება, სულ მცირე, ორ კულტურას შორის, აგრეთვე ამ ურთიერთობათა შედეგად წარმოშობილ გავლენებსა და ორმხრივ ცვლილებებს. კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასეულობათა, მახასიათებელთა, კულტურული აქტივობის ფორმათა შეცვლას, ახალი ორიენტირების გაჩენას, რაც გარედან მომდინარე იმპულსების გავლენით ხდება. კულტურათა ურთიერთქმედება, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია (არანაკლებ რამდენიმე ათეული წლისა).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი