თავისუფლება
თავისუფლება თავისუფლება, ეს ისეთი რაღაცაა, რაც ყოველ სულიერს და უსულოს უნდა. ყველას უნდა თავისუფლება. არავის უნდა, რომ იყოს დატყვევებული, არ იყვნენ შეშინებულნი, არ იმალებოდნენ სხვადასხვა ადგილებში, არ იყვნენ იმის შიშით, რომ ვერ იცხოვრებდნენ ისე როგორც მათ სურთ და მთელი ცხოვრება შეშინებულნი, უძლურები და დატყვევებულნი იქნებიან. ადამიანები არ უნდა იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ისინი ერთ კუთხეში იყვნენ მიმალულნი და არ იყვნენ დატყვევებულნი. თავისუფლებას აქვს საზღვარი. თავისუფლება იმას არი ნიშნავს, რომ ხარ უმცრორი და არავის შეუძლია გიყვიროს ან ხელზე ნელა დაგარტყას. ყველას აქვს თავისი უფლებები, მაგრამ ჩვენი თავისუფლების საზღვარს არ უნდა გავცდეთ. ასევე სიცოცხლე. ყველას გვიხარია სიცოცხლე. იგი ღმერთმა გვაჩუქა. არავის შეუძლია წაგვართვას იგი გარდა ღმერთისა. იქნებ შესაძლებელია იმის დავიწყება, რომ ერთმნეთი დავხოცოთ და შური ვიძიოთ, იქნებ დავივიწყოთ მტრობა და ჩვენი გზით გავაგრძელოთ ცხოვრება, თუ ჩვენ არ ვართ ბედნიერები სხვას ნუ გავაუბედურებთ, ნუ წავართმევთ სიცოცხლეს ერთმანეთს. „ არავის აქვს, ხელყოს ადამიანის სიცოცხლე, თუ ის განსაცდელს არ უმზადებს სამშობლოს“. ალბათ ყველას აქვს კითხვა რა არის ბედნიერება? „ბედნიერება ადამიანის არსებობის უმთავრსი მიზანი და მნიშვნელობაა“. ალბათ სამყაროში არ არსებობს ადამიანი ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია იმაზე თუ რა არის ბედნიერება, ან არის თუ არა ბედნიერი. ადამიანი ბედნიერი ყოველთვის შეიძლება იყო, ამისთვის საჭირო არ არის მოხდეს ისეთი რამ რაც იყოს დამამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი. როდის იწყებენ ადამიანები ბედნიერებაზე ფიქრს? ჩემი აზრით ადამიანი პატარა ასაკიდანვე იწყებს ფიქრს ამაზე. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ საიდან იცის ბავშვმა რა არის ბედნიერება, მაგრამ ბავშვები ამ ყველაფერს უფრო გულწრფელად განიცდიან, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ბედნიერება წვრილმანებშია. შეიძლება იგი ვნახოთ მის სახეზე. ბედნიერებაა, თუნდაც ვინმეს სახეზე დაინახო ღიმილი. შენი ოჯახი, მეგობრები, ბედნიერება საყვარელი საქმის კეთებაა. ადამიანები ჩვენს თავს თვითონაც ვაბედნიერებთ. ყველას შეგვიძლია ეთმანეთს გავუზიაროთ ბედნიერება, ამით არაფერი დაშავდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი