Სიყვარულს


Იქნებ არავარ მნიშვნელოვანი
Უბრალოდ ბიჭი სახელად დიმა,
Მზე თუ მიყვარდა გონება ჩაქრა 
Შენ შემაყვარე იცოდე წვიმა.

Ვარ ქარიშხალში, შენს მოლოდინში
Ველი მე შენი, მზის ლამაზ სხივებს,
რომ მომანათოს იქნება ერთხელ 
Და მოუყაროს თავი ამ ფიქრებს.

Არა ვარ ღირსი, არა ვარ ღირსი
Მხოლოს ეს ისმის გაყინულ თავში
Მაგრამ თითქოსდა რაღაცა მალღობს
Მზის სხივი არის შენს ლამაზ თვალში.

Გთხოვ ერთხელ მაინც გამოანათე 
Გაალამაზე ჩემი სამყარო 
Მერე კი ვეტყვი უფალს, ჩემს შემქმნელს
Აწ შეგიძლია დამასამარო.

Არ შემიძლია სადღაც ოთხ სტროფში
რომ მოვაქციო ეს დიდი ძალა.
Ვერ გავუძელი, ვეღარ შევძელი,
Ვერ მოვუხერხე სიყვარულს მალვა.

Აჰა დღეს ვცადე და შემოგბედე 
Მე ჩემი სიტყვა, სათქმელი გითხარ.
Გული დავცალე, შვება ვიგრძენი 
და თუ შეძელი შენც რამე მითხარ.

Აი აქ მორჩა ჩემი მცდელობა 
Აწი ასე სჯობს აფრებს დავუშვებ.
Ჩავალ მდინარეს მე ნაღვლიანი 
Და წყალს მეხივით კენჭებს დავუშენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
პატრიკ ჯეინიმასწავლებელი2 წლის წინ

ერთი ლექსი 278 ლაიქის ტოლია.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი