სიკვდილი


კაცი, რომელიც გაცნობიდან ნახევარი საათის მანძილზე თავის ცხოვრების მიღწევებზე მესაუბრებოდა, დღეს მანქანამ ცისკენ მოისროლა და მას ის ამაყი ღიმილი შერჩა, რომელიც ჩემთან დატოვა. გემოს ვერ გაუსინჯავ სწრაფ სიკვდილს. მიყვარს სიკვდილი მშვიდად, იცით, ადამიანს ეტყობა, როგორც მოკვდა, სახეზე გამჭვირვალე ზეწარივით სიმშვიდე გადაფარებულნი, თითქოს ღრმად სუნთქავენ, მშვიდად მიდიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი