იმედი რომელიც გვაძლიერებს
შუაღამეა , საწოლის კიდეზე ვარ გადაკიდებული და ოთახის სივრცეს ვავსებ უაზრო ფიქრით; ჩემი გონება ფიქრში იყო გახვეული, როდესაც შევამჩნიე, ჩემი თვალები როგორ შეუმჩნევლად ფანჯრის მიღმა ცისკენ იყო გაშეშებული და იქ კი საერთოდ არაფერი არ ჩანდა,ალბათ ამ ფაქტმა გამომიყვანა იმ ასტრალური ფიქრის მდგომარეობიდან და ცისკენ დავიწყე ცქერა. მაილო კუდს აქიცინებდა და სიყვარულით გაჟღენთილი თვალებით მიყურებდა, არადა, სულ ცოტა ხნის წინ ვიჩხუბეთ, თვალებით მანიშნა, რომ არ მომეკარებოდა, შემდეგ კი მთელი საათი ჩემს ჩრდილზე ეძინა. ქარია გარეთ, ჩემი ფიქრები ასე უკვალოდ დაქრიან და ისევ ცისკენ მიმარათულია. ახლა ამ წამს. ქალაქიდან არაფერი ჩანს, უსიყვარულობამ დაგვაბრმავა და ვეღარ ვხედავთ ცას,ზევიდან ჩუმად გვაკვირდებიან, ვგრძნობ, თქვენც ხომ გრძნობთ, როცა გიყურებენ, აი, ზუსტად ასე ვგრძნობ, ოღონდ შიშის მაგვარი გრძნობა გამიკრთობს ძილს... ნეტა, რა უნდათ? ცის მაღლა უსასრულო სივრცეა, თუ მართლა მაკვირდებიან?! მე მახსოვს ის კადრი, ცა რომ გვიყურებდა მე და მარიშკას, ნეტა მას ახსოვს? არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაშინ ცას თვალებს ვერ ვუსწორებდი, ვარსკვლავებივით გაბნეული იყო აზრები და სურვილები. არ ვიცოდი, რა ჩამეფიქრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი