* * *


ქალბატონმა ნელიმ ჩემს კბილში ხვრელი აღარ შეავსო, პანდემიისგან შეშინებულია და ყურმილს არ იღებს. ალბათ ჰგონია, ხმამაღლა ვყვირი, ალბათ არ ახსოვს, ყველა ნერვი როგორ მომიკლა. ქალბატონო ნელი! არ ინერვიულოთ, მე შევეჩვიე. 
იმ დღეს გურამ რჩეულიშვილის წიგნს ვკითხულობდი მოსაცდელში, სანამ ხნიერ კაცს პროტეზს უსვამდა ყბაში. დამთრგუნველ კედლებს ცივი სახე ჰქონდათ, ახლა სიცხეში  სიამოვნებით ჩავეხუტებოდი. ქალბატონ ნელის ჭორფლებს ჩემს დანახვაზე ალბათ წითელი ფონი დაადგება, როცა შევხვდებით, მე გავუღიმებ და ვეტყვი - მე შევეჩვიე. 
გურამ რჩეულიშვილის წიგნი აღმაშენებელზე ვიყიდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი