* * *


სარკეს  ვერ  დაემალები.  სარკესთან  უნდა  იტირო,  ცხარე ცრემლით  უნდა იტირო  და როდესაც   წითელი  ფერი შენს  სახეს   ბოლომდე  მოიცავს ,  შემდეგ  უნდა   დასცინო  საკუთარ  თავს,  თან  ყლაპო   ცრემლები ..  ასეა!!! სარკეს  ვერ  დაემალები.  მახსოვს! იცი, როგორ მახსოვს, შენს  სპეტაკ კანზე მზის  სხივი როგორ მოხდენილად  თამაშობდა?!  შენ  სიზმარში  მხედავდი მაშინ, მე კი  -  რეალურად   გხედავდი,  შენი  ნაჩუქარი  სათვალით  კი  არა, ცხადად  გხედავდი.  როგორი  მშვიდი  სახე  გქონდა...  შენი  სხეულის  თვალიერებაში   გართულმა ვერ  შევამჩნიე გამოღვიძება. შენ  მშვიდად  მიყურებდი და  მეც რომ  შემოგხედე, მკითხე.  გახსოვს,  რა  მითხარი?..  არა უშავს.   მიყვარხარ!!! ასეა   ეს!
სარკესთან  ყოველთვის  შიშვლები  ვართ და ეს   ტკივილია,  რომლითაც  ჩვენ  ვსაზრდოობთ,  ჩემი  და  შენი  მოგონებები,  რომლებიც   არასდროს   გაქრება. ყველა  სხეული  გარშემო და ყველა შენკენ მომართული მზერა,  შენი  სარკეა,  რომელიც  სინანულს  იწვევს და  შიშს  მიმძაფრებს.. შიში  ნიჭია, რამდენჯერ  გითხრათ?! შიშის  დაკარგვის   შიში  დამყვება და   ღამის  ფიქრებში  შენთან  მოვყავარ..  ასეა  ეს და  ასე  რჩება!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი