ძველი წიგნებიდან
ორი საფერფლე დევს მაგიდაზე და წიგნის ყდები ათბობენ სათქმელს, ნათელ ოთახში ბნელი აზრები ხლეჩენ და კლავენ გულწრფელ ნააზრევს...უშენობას არ დავემდურები უშენოდ ყოფნას ნაჩვევი გმირი -შენი აჩრდილი ჩემს აჩრდილს ერწყმის და ვეღარ ვარჩევ, რომელი სტირის. ეს ჩემი ქნარი მხოლოდ მტვერია, თეთრი ფარდებით გარშემორტყმული; სადღაც შიგნით კი ისევ მღერიან, თუნდ ამ სიმღერით მიკვდება გული; ზოგი ტანჯვაა, რომელიც გვარჩენს, გვიღირს ტირილად და დასვენებად და მეც ვღიღინებ ცრემლშეუმშრალი და ალბათ მიღირს მძაფრგანსვენებად... შენ კი სხვის მკლავებს შემოხვეული ზამთრის სიცივეს სულაც არ დარდობ, დაჯღაპნილ ფურცლებს ხევ, ახლებს ნატრობ და ახალს ყვები - ახლა ოცნებას; ჩემგან დალოცვილ ყოფილიყავი, ვით მიგდებული ყველასგან ლირი.. .ჩემი აჩრდილი შენს აჩრდილს ერწყმის და ვეღარ ვარჩევ, რომელი სტირის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი