***
ასეთი ღამე ჯერ არ მინახავს, უძინარ გონით რომანტიზმს ვყვები... უცხო ქალაქში ტყვიებს ისვრიან, მე სიმშვიდეში ვზივარ და ვთვრები... შუაღამეა. სახლიდან ვუსმენ მყეფარე ძაღლებს, ფანჯრიდან ვხედავ მბჟუტავ ლამპიონს - კანკალს ატანილ ქალს რომ დანათებს გაცვენილ თავზე. თან ისე მშვიდად მოძრაობს სიო, სახლიდან ვერ ვგრძნობ, თუ როგორც ცივა. მე ვზივარ, ვღელავ, ვეწევი, ვფიქრობ და სიმბოლურად - საშველად გიხმობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი