ღამის თბილისში
ფარდას ვწევ და ღამის ქალაქს, სიცივეში გახვეულს, თვალს ვერ ვწვეტ და გულის ცემაც ახლა ისე ჩქარია. ვკოცნი კალამს, ვჯობნი სევდას, ვეძებ მუზას გაქცეულს; ამგვარ ღამეს ქალზე ფიქრი დამალული ნაღმია. ბეტონები იჭერს ხეებს, სიო სარკმელს ეჭიდება. ასეთ ღამეს, ასეთ მთვარეს სიხარული მეფინება. სადღაც შორი სამყაროდან მიწყვეტილი იები ალბათ იმის ნიშანია, რომ შენ ჩემთან იქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი