* * *
ახლა ერთი ღერი მაქვს და წინ კი მთელი ღამეა. შენზე უნდა ვწერო ბევრი, შენზე უნდა ვიმღერო, ღმერთო! ცაზე - ვარკვლავები , იმათზე მეტი ჩემს თავშია; რად გვინდოდა ვარსკვლავები, გალაქტიკა რაღად მინდოდა! ცა ხომ ასე ლამაზია, არც ვუყურებთ... დღეს კი კაცი თბილისს უმღეროდა მეტროში; ხურდა ბევრმა ჩაუყარა. კაცს კი ცრემლი მოადგა. მე ვიღიმოდი, ხალხი უსმენდა კაცს და ის მე მიყურებდა.... ვინ რა იცის, ვინ რას დაატარებს თავით, ღმერთო! რად მინდოდა გალაქტიკა? თუ ვერვინ ხედავს , თუ ვერვინ მეტყვის , მარტო არა ხარო. რატომ არავინ წერს? რატომ არავინ ყვირის გამუდმებული გულანთებული ვნებით! რატომ?! რატომ! იქნებ უკვე გეშინია ჩვენი?! მე თავს მოვიკლავდი! ოღონდ ნიშანი მომეცი. დროდადრო უმწეოდ ვტირი, უმწეობით ქრება შენი ხმაც და მე სისხლნარევი ცრემლები მცვივა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი