მარადისობა


დრო, როგორც კვალი
მგლის, ხანაც ცხვარის... 
ადიდებული ზოგჯერ მდინარე
ხან მივუყვები, როგორც მაშვრალი -
სახედამსკდარი. 
სახით, ვით მთვრალის,
წარსული ქნარის ნამდვილი ბედის,
როგორც ზაფხულის ბედის ნიავის
ვიხსენებ ყველას, ვინც რომ იარეს -
როგორც იარებს გულზე,
სულს რაც მიარებს
- გალაკტიონი, ბარათაშვილი -
ცალი სტრიქონით გონებაშილილით
თან დამყვებიან, თან არემარეს
მავსებენ დარდით, ცრემლად დამღვარეს;
მაგონდობიან, თან მივუყვები;
ფერებში ვხედავ ყველას,
ვითა ცის სარტყელს...
მაგონდებიან ყველანი ერთად,
ყველანიც ერთად მგრძნობენ, თან მკლავენ.
თვით ქრისტეს სისხლი არ გაშრობილა.
დრო არსად მიდის მრავალშეხედვით,
მაგრამ ქართული სულის ნავალი
მწარე ყოფილა... სევდის  შვენებით. 
და მაინც მიღირს ცხადად წარსულად,
როგორც ტრიალი ბედის სეზონის.
დაველოდები მარდად! მალულად..
მარად ტრიალით! მარადიულად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი