გაქცევა საკუთარი ტყიდან


არც ქარი ქროდა და არც ციოდა გარეთ. ხალხი მიდი-მოდიოდა ჩვეულად ქუჩებში - ზოგი ძუნძულით,ზოგი დინჯად ცხვირაბზეკილი,ზოგი თავგატეხილი,ზოგი მომღიმარი, მოკლედ, ზოგი ისე და ზოგი ასე. საერთოდაც, ყველაფერი, ერთი შეხედვით, ისე იყო, როგორც ყოველთვის. 
ამ ყველაფრის პარალელურად ერთ-ერთი მკვიდრი ჩვენი ქალაქის შორი -შორს თავისი სამყოფელისაგან ტყის პირს მიადგა და მუხლებზე დავარდნილმა ჩვენთვის უცნობი ვნებით ფხვიერ მიწას, როგორც საყვარლის თმაში, ისე ჩააფლო ხმელი ხელები მისალმებისავით. დიდი მონატრებით გაცვალეს გრძნობენი მან და მიწამ... დიდხანს იწვა ასე, ღმად სუნთქვდა და ისე იყო ჩაფუთნილი თბილი სამოსით, რომ მხოლოდ აწითლებული ცხვირ-პირი უჩანდა. შემდეგ მალული ნიშანივით თითქოს შერწყმით შემთვრალი წამოდგა და მშვიდი ნაბიჯებით გაუყვა ხეთა რიგს - ტყის სიღმისკენ მიმავალ უჩინარ ბილიკს. 
თოვლიან წვრილ ტოტოებს მის ზეგარდმო, როგორც ბავშვობის კადრებს, ისე შეჰყურებდა მორცხვად და თითქოს სამსჯავროზე იდგა იმ წამს, ანგელოზები რომ ხოტბას ასხამდნენ. წამები ფერებს ამჟღავნებდა, ხოლო ტყის ჯადოსნური ხმები სულში დიდი ორკესტრით უკრავდან. დიდხანს იარა, ადრეც და მაშინაც გზა გაეწელა, სულში ყვავილით გადაშლილი გრძნობა ისე ახარებდა გულს,  ისე ... იმგვარად, რომ ტყის გულამდე ჯერ არასდროს მოსულა. 
შეჩერდა ერთხანს, შემდეგ კი, როგორც საბოლოო ლაჩარმა, ისე გაარღვია ტყე უბილიკო მოკლე გზით და ისევ რეალობას შეერწყა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი