ერთი მიმართულებით.
თავშეკავების გაკვეთილი გასაშრობი ჯინსებიდან მოდის, სადღაც მეჩქარება, ვიღაც მელოდება. ბოლო ღერი მიყურებს კოლოფიდან . ყავა გაცივდა , იცის დალევენ მაინც. როცა ვწერ მაგიდა ცახცახებს. ქაოსური სიმშვიდეა. არაფრის მეშინია , დიახ არაფრის - მეშინია. მზეა ოქტომბრის. მატარებლის ბილეთს ვყიდულობ ერთ გზას ,ერთი მიმართულებით, ბათუმისკენ. მერე? ვინ იცის. ბოლო ღერს ვუკიდებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი